დასრულებული პროექტები

კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების ტრენინგში(DOIT)

პროექტი მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისრაელისა და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კურიკულუმის რეფორმის დაგეგმვა, პილოტირება და დანერგვა მულტიკულტურული და კულტურული მრავალფეროვნების განათლებისა და ტრენინგის მიმართულებით, ასევე განათლების სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული მიმართულებით. პროექტის კოორდინატორი: გორდონის განათლების კოლეჯი 

ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება (ASPIRE)

პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროების მქონე ინდივიდების უფლებების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობისა და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მრავალმხრივი საგანმანათლებლო ტრენინგ-პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირების განათლების უფლებებსა და მეთოდებზე. პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტუდენტების დამხმარე სერვისების განვითარება და დანერგვა (SSDS)

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ისრაელის პარტნიორ უნივერსიტეტებში სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის განკუთვნილი სერვისების გაუმჯობესებას შესაბამისი ოფისის დაარსებით, ადამიანური რესურსის განვითარებითა და ისეთი ახალი სტუდენტური სერვისების დანერგვით, როგორებიცაა: სტუდენტური ცხოვრება, აკადემიური და მობილობის კონსულტაციები, კარიერის დაგეგმვა და დასაქმება, ასევე -კურსდამთავრებულებთანურთიერთობა პროექტის კოორდინატორი: ლაკილას უნივერსიტეტი (იტალია).

კავკასიის რეგიონის პროექტებში მონაწილე პირთა კომპეტენციების ამაღლება (PACT)

პროექტი მიზნად ისახავს ევროკომისიის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების ავტორების მიერ ცოდნის გაზიარებას და ამ გზით კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების შესაძლებლობების ამაღლებას. აღნიშნული პროექტი ახალბედა მკვლევრებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს კავკასიის რეგიონიდან სთავაზობს გადამზადებას წარმატებული პროექტების წერასა და შემუშავებაში. აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს კავკასიის ინტერაქტიული რესურსების პლატფორმის ჩამოყალიბებას. პროექტის კოორდინატორი: დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.

ინტერდისციპლინარული პოსტსაბაკალავრო კურიკულუმის შემუშავება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის სფეროში

პროექტი ითვალისწინებდა ბოლონიის პროცესთან შესაბამისი სტანდარტების სამაგისტრო და სადოქტორო ინტერდისციპლინარული სასწავლო პროგრამების შექმნას, უკრაინელი და ქართველი სამართლის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მექანიზმების შემუშავებას, უკრაინასა და საქართველოში ენერგოსამართლის მიმართულებით საკონსულტაციო ბიუროების გახსნასა და ენერგოსამართლის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროექტის კოორდინატორი: მაგდებურგის უნივერსიტეტი

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა (PICQA)

პროექტის ძირითადი მიზანი იყო უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება სომხეთსა და საქართველოში და ევროკავშირის განვითარებასთან თავსებადობის ხელშეწყობა. პროექტის კოორდინატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ASIIN- გერმანული აკრედიტაციის სააგენტო. სხვა ევროპელი პარტნიორები იყვნენ: მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია), პედაგოგიური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (საფრანგეთი), ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), ნიდერლანდების უნივერსიტეტთა ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაცია (ნიდერლანდები), როტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), კობლენც-ლანდაუს უნივერსიტეტი (გერმანია). პროექტის კოორდინატორი: ASIIN- გერმანული აკრედიტაციის სააგენტო

ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში

ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში მიზნად ისახავდა ევროსტანდარტებთან შესაბამის სამაგისტრო პროგრამისა და უწყვეტი განათლების კურსების შემუშავებასა და განხორციელებას საბიბლიოთეკო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დაარქივების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადებას და უწყვეტი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა კონტროლის მექანიზმები ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებსა და უწყვეტი განათლების კურსებზე. პროექტის კოორდინატორი: მიდლსექსის უნივერსიტეტი

Student Active Learning in Natural Science

SALiS (Student Active Learning in Science) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს, რომლის მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერება სკოლებში აქტიური და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის გზით. პროექტი განხორციელდა Erasmus+-ის TEMPUS პროგრამის ფარგლებში და ეფუძნებოდა ევროპული და პარტნიორი უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას. SALiS პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტები ირლანდიიდან, გერმანიიდან და ბულგარეთიდან, ასევე პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოდან, მოლდოვიდან და ისრაელიდან. პროექტის კოორდინატორი არის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ხოლო თანაკოორდინატორი ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია). SALiS-ის ძირითადი მიზანი იყო მონაწილე ქვეყნებში საბუნებისმეტყველო განათლების მოტივაციის, ეფექტიანობისა და სტუდენტზე ორიენტირებულობის გაზრდა. პროექტი პასუხობდა სწავლების იმ გავრცელებულ პრაქტიკას, რომელიც მასწავლებელზე ორიენტირებულ მიდგომებზეა დაფუძნებული, და ხელს უწყობდა სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვას, განსაკუთრებით ექსპერიმენტულ და ლაბორატორიულ საქმიანობაში. მეცნიერების მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების რეფორმების გზით SALiS პროექტი ხელს უწყობდა კვლევითი ტიპის ლაბორატორიული სამუშაოების ინტეგრაციას, როგორც თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგიური მიდგომების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კომპონენტს. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავდა სტუდენტთა მოტივაციის გაზრდას, სამეცნიერო ცნებების უკეთ ათვისებას, მაღალი დონის კოგნიტური უნარების განვითარებას, ასევე ზოგადი და არაკოგნიტური კომპეტენციების გაძლიერებას. პრაქტიკულ საქმიანობაზე, კრიტიკულ აზროვნებასა და აქტიურ სწავლებაზე ორიენტირებული მიდგომების ხელშეწყობით, SALiS პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბუნებისმეტყველო განათლების მოდერნიზაციაში და გააძლიერა პარტნიორი ინსტიტუციების შესაძლებლობები ინოვაციური პედაგოგიური პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს. პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად (CIBELES)

პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი კვლევების ეფექტურობის გაზრდას 6 პარტნიორ ქვეყანაში, რაც გულისხმობდა მომავალი სპეციალისტებისთვის მათი კვლევისთვის საჭირო პრაქტიკისა და რესურსების (ლიტერატურა და ბიბლიოგრაფია) უზრუნველყოფას. პროექტის შედეგად გაიცა გარემოს დაცვისა და ხარისხის მენეჯმენტის პროფესიონალური მაგისტრის დიპლომი. პროექტის კოორდინატორი: გოტინტენის უნივერსიტეტი (გერმანია).

ისტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში (AS2PHD)

პროექტის მიზანი იყო, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელდეს უმაღლესი განათლების მესამე ციკლის (დოქტორანტურის დონე) ჰარმონიზება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად. პროექტი მიზნად ისახავდა ორი სამოდელო სადოქტორო სკოლის დაარსებას და სტრუქტურული კვლევითი ტრენინგების ჩატარებას. პროექტის კოორდინატორი: მაასტრიხტის უნივერსიტეტი (ჰოლანდია)

ინდუსტრიული თანამშრომლობა და შემოქმედებითი საინჟინრო განათლება დისტანციურ საინჟინრო და ვირტუალურ მოწყობილობებზე დაყრდნობით (ICo-op)

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში თანამედროვე საინჟინრო საქმის განვითრებისათვის საჭირო მეთოდოლოგიისა და რესურსების შექმნას. პროექტი გაწერილია 2012-2016 წლებზე და ამ პერიოდში შეიქმნება საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამა ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით, განისაზღვრება მეთოდოლოგია შრომის ბაზარზე საჭირო მოთხოვნების საკვლევად და შედგება თანამშრომლობა აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. პროექტის კოორდინატორი: ილმენაუს ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია)

საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ახალი მოდელების განვითარება ტურიზმის მდგრად მენეჯმენტში (SuToMa)

პროექტი მიზნად ისახავს, დანერგოს და განავითაროს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეებზე საგანმანათლებლო პროგრამები ტურიზმის მდგრადი მენეჯმენტის მიმართულებით საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის კოორდინატორი: ჟადეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია).

ადამიანური რესურსებისა და ექსპერტთა შესაძლებლობების განვითარება ადიქტოლოგიის სფეროში ქართული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების და უწყვეტი განათლების მეშვეობით (ADDIGE)

პროექტი მიზნად ისახავს ადიქტოლოგიის სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის სტიმულირებას და თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დანერგვას. პროექტის მიზანია საბაკალავრო და სამაგისტრო კურიკულუმის შემუშავება და ადიქტოლოგიის სფეროში უწყვეტი განათლების ხელშეწყობით წამალზე დამოკიდებულების პრობლემის შემცირება. პროექტის კოორდინატორი: ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში.

მასწავლებლის საგანმანათლებლო მრავალენოვანი პროგრამების განვითარება და დანერგვა საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში (DIMTEGU)

პროექტი მიზნად ისახავს მრავალენოვანი საგანმანათლებლო რეფორმის ხელშეწყობას საქართველოსა და სომხეთში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საერთაშორისო და მრავალენობრივი განათლების თანამედროვე სამაგისტრო და მასწავლებლებისათვის გამიზნული სასერტიფიკატო პროგრამების შექმნა და დანერგვა. პროექტის კოორდინატორია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უმაღლესი განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამა: ლიდერების შექმნა საგანმანათლებლო გარდაქმნების მართვისათვის (MAHATMA)

პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას და ამ გზით უმაღლესი განათლების ინდუსტრიის გაუმჯობესებას. პროექტის კოორდინატორი: სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (სომხეთი).

საგანმანათლებლო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა ადამიანური რესურსის მეშვეობით (PEOPLE)

პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ზედა და შუა რგოლის მმართველი პირების კომპეტენციის გაძლიერებას პერსონალის მენეჯმენტისა და განვითარების სტრატეგიის მეშვეობით. მისი კონკრეტული მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება, თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და უნივერსიტეტებში რესურსცენტრების ჩამოყალიბება. პროექტის კოორდინატორი: რუსკულოვის სახელობის ყაზახეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი.

აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციისხელშეწყობა და კულტურული და სტრუქტურული ადაპტაცია (PICASA)

პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების (სომხეთი, საქართველო, ბელორუსია და უკრაინა) უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების აღიარების ხელშეწყობას სტრუქტურული და კულტურული კომპონენტების ინტერნაციონალიზაციის გათვალისწინებით. პროექტის კონკრეტული მიზნები გულისხმობს საერთაშორისო კომპონენტების ინტეგრირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლების, სწავლის და კვლევით ფუნქციებში, ასევე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში ახლებური უნარების, დამოკიდებულებებისა და ცოდნის იდენტიფიცირებასა და განვითარებას. პროექტის კოორდინატორი:ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უწყვეტი განათლების განვითარების ქსელი სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში (LeAGUe)

პროექტი მიზნად ისახავს უმუშევრობის დაძლევას და ინოვაციისადმი სწრაფვის გაღვივებას. პროექტი ადამიანებს ეხმარება თანამედროვე სამუშაო ბაზრისათვის საჭირო უნარების შეძენაში და ახალ, მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებაში. პროექტის კონკრეტული ამოცანაა სამიზნე ჯგუფის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი უწყვეტი გადამზადების მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენა. პროექტის კოორდინატორი: ლინეიუსის უნივერსიტეტი.

კერძო მეწარმეობის კურსდამთავრებულთა ქსელი (EANA)

პროექტი გულისხმობს კერძო მეწარმეობის კურსდამთავრებულთა ქსელის ჩამოყალიბებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას 11 უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში. აღნიშნული ქსელი მოემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ამაღლებას სამ ქვეყანაში. პროექტის მიზანია კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბება და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ქსელის დაარსება ექსპერტების, პარტნიორებისა და კომპანიების დახმარებით. სტაჟირებისა და საერთაშორისო დასაქმების სტიმულირების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებში დაუსაქმებლობის აღმოფხვრას. პროექტის კოორდინატორი: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი.

ANTHRAX ENVIRONMENTAL DECONTAMINATION NETWORK or ‘AEDNet’

ჯილეხი გამოწვეულია ბაქტერიული ბაცილით, რომელიც ძირითადად ვრცელდება ცხოველებში და ხდება ადამიანის ინფიცირება მათთან უშუალო ან არაპირდაპირი კონტაქტით. მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია, ეს დაავადება კვლავ რჩება მწვავე საკითხად, რაც გამოწვეულია ვეტ. ობიექტებისა და ვაქცინაციის სიმცირით. ხშირ შემთხვევაში ხდება ინფიცირებულ ცხოველთა მიწაში ჩამარხვა, რაც უფრო აბინძურებს გარემოს და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს. პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული ბაქტერიების მოსპობა, რაც შეამცირებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს. კერძოდ კი, შეიქმნება ფაგები (ბუნებრივი ბაქტერიები), რაც გამოიწვევს სპორების შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსგავსი პროექტი დაფინანსდა, მაინც არ არის შექმნილი გამოცდილების გაზიარების სისტემა. ეს პროექტი ემსახურება სწორედ იმას, რომ მკვლევრებმა მეზობელი ქვეყნებიდან შეძლონ გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი კვლევების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა აღნიშნულ პრობლემაზე.

„ჯაჭვური რეაქცია: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების სწავლებაში

პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას და მასწავლებლების გადამზადებას ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები როგორც ჩვენი მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის. პედაგოგები შეძლებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან გასაუბრებას, აზრთა გაცვლას და პროფესიულ საკითხებზე მსჯელობას, მოსწავლეები კი თანატოლებთან ურთიერთობით საინტერესო გამოცდილებას შეიძენენ.  პროექტის ოფიციალური დაწყების თარიღია 2013 წლის 1-ლი ივნისი. განხორციელებისათვის გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 3 600 000 ევროს.  პროექტის კოორდინატორი: შეფილდის ჰალამის უნივერსიტეტი

ერთობლივი მმართველობის პროგრამა (CGP – Collaborative Governance Program)

ერთობლივი მმართველობის პროგრამა (CGP) ყირგიზეთის რესპუბლიკაში ხელს უწყობს ეფექტურ თანამშრომლობას სანდო და მდგრად სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. CGP-ის მიზანია, გააუმჯობესოს შეთანხმება მთავრობასა და საზოგადოებას შორის საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით. 2015 წლის 21 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა NPM სასტიპენდიო პროგრამას CGP-ის პროექტის ფარგლებში და ყირგიზეთის 5 წარმომადგენელი ეწვია თბილისს. მათ იმუშავეს ხუთ არაკომერციულ ორგანიზაციასთან, ჩაატარეს NPM კურსების აუდიტი თბილისის უნივერსიტეტებში, GIPA-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებთან ერთად მოამზადეს NPM კურს(ებ)ი, რომლებსაც ისინი ასწავლიან თავიანთ უნივერსიტეტებში ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

NUCLEUS

პროექტი NUCLEUS (New Understanding of Communication, Learning and Engagement in Universities and Scientific Institutions) არის 4-წლიანი და მისი მიზანია ინსტიტუციონალური ბირთვის შექმნა ინოვაციების, შემოქმედებითობისა და სწავლების ახალი მოდელის პილოტირებისათვის, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოების იმ აქტორებს შორის, რომლებიც კვლევისა და ინოვაციების პროცესში ერთმანეთთან თანამშრომლობენ.  სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კომუნიკაციის (science communication), სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ეთიკისა და ეკონომიკის თეორიებსა და მეთოდებზე დაყრდნობით, პროექტი დაეხმარება კვლევით ინსტიტუტებს, განჭვრიტონ და შეაფასონ კონკრეტული სამეცნიერო საკითხის ან მიდგომის ეთიკური, საკანონმდებლო და სოციალური შედეგები.  პროექტი შეიქმნა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) ფარგლებში, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკია გაწევრიანებული 2013 წლიდან. 

COSMOS2020plus

H2020-ის კონკურსის გამარჯვებული პროექტი COSMOS2020plus კოსმოსის ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP Space) საერთაშორისო ქსელის პროექტია, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საკონტაქტო პირებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გავრცელება კოსმოსის ათვისების საკითხში, გამოცდილების გაზიარება, ტრენინგების ჩატარება, ევროპის ქვეყანებს შორის აღნიშნულ საკითხში თანამშრომლობის გაფართოება და საერთო პროექტების შემუშავება. კოსმოსის ათვისებას დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში. ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და უკვე ბევრ ქვეყანას, მათ შორის მცირე ქვეყნებსაც, აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კოსმოსის ათვისებასთან დაკავშირებულ პროექტებში. აღნიშნულ პროექტში მონაწილე ქვეყნებია: გერმანია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი. მოცემული კონსორციუმი 10 წელია რაც არსებობს. საქართველო კი მასში პირველად ერთვება.

CHARM-Vis: Chromatin accessibility landscape and transcription changes in recognition memory after visual imprinting in chicks

ხერხემლიან ცხოველებში მეხსიერების ფორმირების მოლეკულური მექანიზმები  არ არის კარგად გასაგები, მიუხედავად მათი დიდი მნიშვნელობისა ნეირომეცნიერებისთვის. პროექტი CHARM-Vis მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს ცვლილებები ქრომატინის ლანდშაფტში და ტრანსკრიპციული აქტივობა მეხსიერების ფორმირების პროტოტიპული მოდელის სისტემაში: ვიზუალური ანაბეჭდი შინაურ წიწილებში. ვიზუალური ანაბეჭდის დროს ვიზუალურად გულუბრყვილო წიწილები ცნობენ საგანს მასზე ზემოქმედებით. ამ ფენომენის რეპროდუცირება შესაძლებელია მკაცრად გაკონტროლებულ პირობებში, რითაც გთავაზობთ იდეალურ მოდელს მეხსიერების ფორმირების შესასწავლად. კერძოდ, პროექტი ფოკუსირებული იქნება ქრომატინის ლანდშაფტისა და გენის ტრანსკრიფციის ცვლილებების იდენტიფიცირებაზე ქათმის ტვინში ვიზუალური ანაბეჭდის შემდეგ. ჩვენი დასკვნები საშუალებას მოგვცემს, დავახასიათოთ მეხსიერების ფორმირებაში ჩართული მოლეკულური მექანიზმები მათი პოტენციური ზემოქმედებით ფსიქიკური დაავადებების, განსაკუთრებით ამნეზიების მკურნალობაზე. პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს კულტურული სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის

პროექტი განიხილავს გეოგრაფიული არეალის სიმბოლისტურ ინტერპრეტაციას. განსაკუთრებულ ყურადღება ექცევა იმპერიული რუსეთის, სახელმწიფოებრივი საქართველოსა და აფხაზების, როგორც ეთნიკური უმცირესობის, პერსპექტივას.

ევროკავშირის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

პროექტის მიზანია, შეისწავლოს ევროკავშირის მიერ დემოკრატიის გავრცელების კონკრეტული ინსტრუმენტები და ამ ინსტრუმენტირების ეფექტურობა 1990-იანი წლებიდან დღევანდელობამდე. კონკრეტულ შემთხვევად აღებულია სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, რადგან ამ რეგიონების ქვეყნებს არ ჰქონიათ ევროკავშირის წევრობის დაპირება, რაც, სავარაუდოდ, შედარებით ასუსტებს ევროკავშირის გავლენას აქ მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებზე. კვლევის ძირითადი ინსტრუმენტია უნიფიცირებული კითხვარი ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუსთვის, რითაც გამოიკითხება თოთხმეტი რესპონდენტი თითოეულ ქვეყანაში (ნაწილი სახელისუფლებო წრეებიდან, ნაწილი კი - დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით).

University Research and Entrepreneurial Skills Program

პროექტის მიზანია მეწარმეობის სწავლების გაძლიერება და უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების განვითარების და კომერციალიზაციის ეტაპებზე გადაყვანის პროცესის განმტკიცება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც წაახალისებს უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ დაფინანსებულ კვლევებში, გამოაქვეყნონ ნაშრომები ქართულ, ევროპულ და ჩრდილოამერიკულ აკადემიურ ჟურნალებში, დააპატენტონ და კომერციალიზაცია გაუკეთონ თავიანთ გამოგონებებს, ითანამშრომლონ ინდუსტრიასთან მდგრადი მეწარმეობრივი უნარების პროგრამის განვითარებისთვის და ხელი შეუწყონ ინოვაციისა და მეწარმეობის რეგიონული ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. ISU-ს უკვე შექმნილი აქვს ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ცენტრი, მომავლის ფაბრიკაციის ლაბორატორია, პრეაქსელერატორი – ინოვაციისა და მეწარმეობის სივრცე, და ვიზუალიზაციის ლაბორატორია, რაც ხელს უწყობს როგორც სტუდენტებში, ისე პროფესორებში მეწარმეობრივი კულტურის განვითარებას. ISU-ს სურს გააძლიეროს განვითარების შესაძლებლობები მეწარმეობის სწავლებისა და მხარდაჭერის ინტეგრირებით საკუთარ სისტემაში. უნივერსიტეტი ასევე გეგმავს არსებული ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას სემინარების, ტრენინგებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრების მასპინძლობის გზით. პროექტი მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომლის ფარგლებშიც ორივე უნივერსიტეტი მიიღებს სარგებელს და ისწავლის ერთმანეთისგან. თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდება ონლაინ რეჟიმში ვიზიტებსა და პირისპირ შეხვედრებს შორის პერიოდში. თანამშრომლობა მოიცავს სასწავლო გეგმებისა და პედაგოგიური მიდგომების გაცვლას, დაინტერესებულ ფაკულტეტებს, მკვლევრებსა და ადმინისტრატორებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტური თანამშრომლობის დამყარებას.

Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia (PESTUGE)

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც განათლების გაძლიერებას, ასევე სწავლებას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით თბილისისა და კონფლიქტური რეგიონების უნივერსიტეტებში დამამთავრებელ საფეხურზე. აკადემიური კურსის სწავლება იგეგმება 4 ძირითად უმაღლეს სასწავლებელში, ასევე, დაგეგმილია მოსამზადებელი კურსები გორისა და ზუგდიდის სტუდენტებისათვის. პროექტის კონკრეტული მიზანია: უზრუნველყოს საქართველოში ფაკულტეტებზე  სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების განვითარება, რათა უპასუხოს ევროპულ სტანდარტებს ბოლონიის პროცესების შესაბამისად. შექმნას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მოდულები შესაბამის აკადემიურ პროგრამებში საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში. აღჭურვოს საქართველოს უნივერსიტეტები თანამედროვე სასწავლო რესურსით. დააარსოს მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტი კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე და უნივერსიტეტებს შორის შეიქმნას ქსელი. სამომავლოდ გაზარდოს ცნობიერება მშვიდობიანი პროცესების მიმართ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადების საფუძველზე.   პროექტის კოორდინატორი: დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია).

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის (DARE)

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს  ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და  პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად კი, ხელმისაწვდომი გახდება  უკვე არსებული კურსები. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია,  რომ პროექტის შედეგი იყოს გრძელვადიანი და მიმართული კონკრეტული  სამიზნე ჯგუფისაკენ. პროექტის კოორდინატორი: ჰაიფას უნივერსიტეტი

Higher Education Interdisciplinary Reform in Tourism Management and Applied Geoinformation Curricula (HERITAGE)

პროექტის მიზანია განხორციელდეს ინტერდისციპლინარული რეფორმა უმაღლესი განათლების პროგრამაში სამაგისტრო დონეზე და მოხდეს ინტეგრირება გეოინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (GIT), კერძოდ კი, კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტების, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართ. პროექტი ხელს უწყობს სამი ძირითადი მხარის თანამშრომლობას, ესენია: უნივერსიტეტი, მეწარმეობა და ადმინისტრაცია. კურიკულუმის რეფორმა ავითარებს 3 ძირითად ეროვნულ და რეგიონალურ პრიორიტეტს საქართველოსა და სომხეთში: გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიებს, კულტურული მემკვიდრეობისა და დოკუმენტაციის  დაცვას. ასევე ხელს უწყობს ტურიზმის ბიზნესსა და მეწარმეობას. პროექტის კონკრეტული მიზნებია: შეიქმნას ინტერდისციპლინარული სამაგისტრო სპეციალობები GIT-ში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმისათვის, ინტეგრირებული მარკეტინგი და სამეწარმეო უნარები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ სამეწარმეო უნარებზე, რათა, ბოლონიის პროცესების მითითებების თანახმად, მოხდეს ადგილობრივი მეწარმეობის კონსოლიდაცია. პარტნიორ ქვეყნებში ჩამოყალიბდეს გეოსაინფორმაციო ტურიზმის ტექნოლოგიური ცენტრები  (GTTC), რათა შეიქმნას სამი ახალი GIS-ლაბორატორია ტურიზმის ეკონომიკის დეპარტამენტში და განახლდეს არსებული ტექნიკური აღჭურვილობა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში. ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში პროფესიონალთა განვითარებას, რათა შეიქმნას ინტერდისციპლინარული სასწავლო მოდულები. გადაამზადოს აკადემიური პერსონალი GIT-ის, ტურიზმის მენეჯმენტისა და მეწარმეობის მხრივ. პროექტის კოორდინატორი: ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი).

”ABC – Assisting Better Communication”

პროექტი მიზნად ისახავს პროექტში მონაწილე ქვეყნებში კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროფესიისა და აკადემიური პროგრამების გაძლიერებას, საქართველოში კი ამ პორფესიის შექმნასა და განვითარებას. პროექტის ფარგლებში მზადდება და ვითარდება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აკადემიური კურსები და პროგრამები, შესაბამისი, სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე დაფუძნებული მასალით. პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულება მოიცავს: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის პროგრამის შესაბამისი მასალების შექმნასა და განვითარებას პროგრამის პილოტირებას პროგრამის განხორციელებისას სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროში დაგროვილი თანამედროვე გამოცდილების დაუფლებას და გაზიარებას.   პროექტის კორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობისთვის(ARTIST)

2016 წლის ოქტომბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALiS-ის თანამშრომლებმა დაიწყეს ახალი, ERASMUS+  პროექტის ARTIST-ის დანერგვა საქართველოში. პროექტი ARTIST – პრაქტიკის კვლევა ბუნებისმეტყველების ინოვაციური სწავლების გზით დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ უმაღლესი განათლების განვითარების პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში. კონსორციუმში გაერთიანებულია 10 პარტნიორი უნივერსიტეტი 7 ქვეყნიდან (გერმანია, საქართველო, ავსტრია, ირლანდია, თურქეთი, ისრაელი, ფილიპინები). ARTIST-ის მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა მონაწილე ქვეყნებში პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე. პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიის და ინოვაციური მიდგომების შემდგომი განვითარების გზით. კონკრეტული ცვლილების და  სიახლის ინტერესი, როგორც პრაქტიკული კვლევის მიზანი, ქმნის  ახალი ცოდნის და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც ემსახურება არა მარტო ინოვაციების დანერგვას, არამედ ხელს უწყობს მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ გავნითარებას. სიახლეები/ინოვაციები/ახალი მიდგომები გამოკვლეული, განხორციელებული და ასახული იქნება პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ საბუნებისმეტყველო განათლების მკვლევარებთან ერთად. ARTIST ქმნის საუნივერსიტეტო, სასკოლო და სამეწარმეო ქსელის განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში კონსორციუმის წევრები შექმნიან რეგიონალურ ქსელს, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტს, სკოლას და საწარმოს. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პროექტში 3-5 სკოლა ჩაერთვება საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებთან ერთად. პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია, ARTIST 2019 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის კოორდინატორი: ბრემენის უნივერსიტეტი.

Educational for Drone(eDrone)

პროექტის Educational for Drone (eDrone) ძირითადი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დრონების ეფექტური სწავლების დანერგვა, რაც ადვილად მიიღწევა პროფესიონალი კადრების მომზადება-გადამზადებით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. პროექტის ფარგლებში მასში ჩართული ქვეყნები გაუზიარებენ გამოცდილებას, მიღწევებსა და ცოდნას პარტნიორ უნივერსიტეტებს. პროექტის კოორდინატორი: სანიოს უნივერსიტეტი (იტალია)

„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PRINTeL)

პროექტის  მთავარი მიზანი: პროექტის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესება ევროკომისიის განათლებისა და მომზადების 2020 მიზნების (ET 2020 Objectives) შესაბამისად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების მეთოდების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებას ტექნოლოგიებისა და კვლევის ინტეგრაციის მხარდაჭერით გზით. პროექტის მთავარი აქტივობებია: აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრების ჩამოყალიბება და გაძლიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური პერსონალის განვითარების ცენტრების ინფრასტრუქტურული გაძლიერება და ინოვაციური მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამის შემუშავება და დანერგვა. პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური პერსონალის გადამზადება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური პერსონალისა და ტრენერების უნარ-ჩვევების გაძლიერება, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინოვაციური უნარების და კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება. სწავლებისა და სწავლის ვირტუალური აკადემიის ჩამოყალიბება: აღნიშნულ აკადემიაში გაწევრიანდება მასწავლებელთა საერთაშორისო საზოგადოება, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თავისუფლად წვდომა ექნებათ ღია საგანმანათლებლო რესურსებზე და შეძლებენ მათ გაზიარებას სწავლისა და სწავლების პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით“

პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება სამიზნე უნივერსიტეტებში „კვლევისა და განვითარების“ სამსახურების შექმნით. მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები: ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას; ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსებული იქნება ყველაზე უახლესი ინფორმაცია საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;  უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება კვლევითი საქმიანობის უკეთესი მართვის, ინსტიტუციური კვლევების მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლის შესაქმნელად; სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევის ტრანსფერი და უნივერსიტეტი-ინდუსტრიის თანამშრომლობის უნარების გაძლიერება. პროექტის კოორდინატორი: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინტერრეგიონალური მობილობის დახვეწა და შესაბამისობის, მართებულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა (PAWER)

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერრეგიონალურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო სისტემაში ერთობლივი მიდგომების დანერგვისა და განვითარების საშუალებით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს 4 სხვადასხვა რეგიონის, 8 ქვეყნის 23 პარტნიორი უნივერსიტეტის მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას. პროექტის კონკრეტულ მიზნებს წარმოადგენს: კრედიტების სისტემის შესწავლა პარტნიორ ქვეყნებში, 111 თანამშრომლის შესაძლებლობების გაუმჯობესება აკადემიური კურსების დაგეგმვის, მიწოდების და შეფასების მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში 1-კვირიანი ტრენინგების ჩატარებით, კრედიტების მინიჭების, სწავლის შედეგებისა და კომპონენტების ერთობლივი მეთოდოლოგიის შემუშავება-შედარება ქვეყნების გამოცდილების მიხედვით და კრედიტების აღიარებისა - ევროპულ უნივერსიტეტებთან ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე, კრედიტ-მობილობის პროგრამისა და ინტერინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების განხორციელებით. გარდა ამისა, შესაბამისი დისემინაციის სტრატეგიებისა და ტექნიკების შემუშავება და მიღება. პროექტის კოორდინატორია ლ’აკვილას უნივერსიტეტი (იტალია).

კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE)

CURE მოიცავს ინოვაციური კურსების მრავალმხრივ პროგრამებს, სწავლებისა და სწავლის ICT მეთოდებს, სემინარებსა და საქმიანობებს, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მომზადებისადა გადამზადების პროგრამების განვითარებას. CURE ხელს უწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სტუდენტური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას, ქმნის სამოქალაქო კლუბებს / ცენტრებსუმაღლეს სასწავლებლებში + სკოლებში და არაფორმალური სწავლების სხვა მიმართულებებით პროექტის ჩარჩოში. CURE აერთიანებს ფაკულტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს + ლიდერებს, რომლებიცცვლილებების აგენტები გახდებიან სკოლებისა და თემების მუშაობისთვის. პროექტის სპეციფიკური მიზნებია: სამოქალაქო განათლება და ინოვაციური სწავლის მეთოდების შემუშავების კარგი პრაქტიკის დანერგვა, დინამიური პროგრამისა და სტრატეგიის შემუშავება და განვითარება. ეს ხელს უწყობს სასწავლო პროცესს ისრაელისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მოდელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ასევე მოიცავსხარისხის შეფასებას აკადემიური განვითარების პროგრამაში, მათ შორის ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვისას. თითოეული პარტნიორი უსდ არანაკლებ 4 კურსის პილოტირებას განახორციელებს და ევროკავშირის 3 უმაღლესი სასწავლებელი თავის ქვეყანაში უმასპინძლებს 1ან 2 კურსის წაკითხვას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 6-დან 8 სტუდენტამდე. ისინი ისარგებლებენ საუნივერსიტეტოკამპუსებით, ფაკულტეტებისა და მასწავლებელთა ტრენინგ- სემინარებით, რომლებიც ასევე მოიცავს ინოვაციური სწავლების მეთოდებსაც. პროექტის კოორდინატორი: გორდონის  აკადემიური განათლების კოლეჯი 

აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)

პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას,რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს. პროექტის შედეგად ბენეფიციარ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალი გადამზადდება და შეფასების ახლებური მექანიზმები ჩაშენდება სასწავლო პროგრამებში.

”MEDIATS: Training and Society Transformation”

2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა. პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გახდნენ მთავარი მოთამაშეები მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის აქტივობა მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია: სამაგისტრო საფეხურზე მედიაციის მოდულისა და სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება; მედიაციის ფედერაციის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის სკოლა ლიდერია ბოლო კომპონენტში და კოორდინაციას უწევს პარტნიორ ქვეყნებში მსგავსი ფედერაციების ჩამოყალიბებას. პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების გამართვას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიატორთა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სისტემის შექმნას, სტუდენტთა სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში და ა. შ. პროექტის კოორდინატორი: ნიდერლანდების ბიზნესის აკადემია

Modernization of environment protection studies programmes for Armenia and Georgia (MENVIPRO)

პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს სამაგისტრო კურსების ხარისხის გაუმჯობესება სომხეთსა და საქართველოში. გარემოსდაცვითი სფეროს სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სასწავლო გეგმების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EAU- ს) სალზბურგის პრინციპების დაცვით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის. კურიკულუმის განვითარება ეფუძნება ევროპაში სამიზნე ქვეყნებსა და მათ ფარგლებს გარეთ მიღებულ საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს, და მოიცავს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე საგანმანათლებლო ინოვაციებს. ყურადღება გამახვილდება  კურსდამთავრებულთა განათლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. საუნივერსიტეტო-საზოგადოება-ინდუსტრიული კავშირები  მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ კურსდამთავრებულთა კარგი დასაქმების უზრუნველსაყოფად.  იმისათვის, რომ  გააძლიეროს უნივერსიტეტებში არსებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კუსები პროექტი შეიმუშავებს  დისტანციური სწავლების კურსებს რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თანამედროვე საგანმანათლებო და კვლევით გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან (ERLEP).  ლაბორატორიასთან დაკავშირებული დისტანციური სწავლების კურსები გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მრავალი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის დარგში დაგროვებული ცოდნის ათვისებას და გავრცელებას. პროექტის ერთ-ერთი ოპერატიული მიზანი არის ახალი და გაუმჯობესებული  სამაგისტრო კურსების სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომზადება აკრედიტაციისათვის. ყველა მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში შესაბამისი  სამაგისტრო კურსების სასწავლო გეგმის მოდერნიზაციის დანერგვა. პროექტის კოორდინატორია: ტუსკიას უნივერსიტეტი - იტალია

ევროპათმცოდნეობის განვითარება კავკასიის რეგიონში

პროექტ DESCnet-ის მიზანია გაიზარდოს ევროპული კვლევების დონე კავკასიაში.  აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამეცნიერო ასოციაციის შექმნას (ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიაში - “Association of European Studies for the Caucasus”, AESC) გრძელვადიანი პერსპექტივით. AESC-ი იქნება წამყვანი თემატური ასოციაცია ევროკავშირში, რომელიც იქნება  არამარტო მმართველი  ადგილობრივი აკადემიური წევრებისა, არამედ განსაზღვრავს რეგიონების განვითარებას წევრების საქმიანობაზე დაყრდნობით. ჟან მონეს ქსელთან ერთად დაფინანსების საწყის ეტაპზე AESC-ი იღებს ვალდებულებას, მოახდინოს პარტნიორი ინსტიტუტების სინერგია და შექმნას საუკეთესო ნიშნული. პროექტის კოორდინატორი: ტარტუს უნივერსიტეტი 

Youth Tech Clubs Network

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი Youth Tech Clubs Network. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით. პროექტს მართავდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია. მისი მთავარი მიზანი იყო შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და დასაქმების შესაძლებლობებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს 8 რეგიონში, ჯამში 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაარსდა პროგრამირების და ტექნოლოგიური მეწარმეობის კლუბები. შერჩეულ ბენეფიციარებს ჰქონდათ შესაძლებლობა, არჩეული მიმართულებები სრულიად უფასოდ შეესწავლათ. Youth Tech Clubs Network-ის ფარგლებში შემუშავდა 10 სასწავლო კურსი შესაბამისი სასწავლო მასალებით და გადამზადდა ტრენერები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული კურსებია: Python პროგრამირება კომპიუტერული გრაფიკა ვებდეველოპმენტი WordPress-ის საფუძველზე UX/UI დიზაინი 3D მოდელირება ტექნოლოგიური მეწარმეობა მონაცემთა ვიზუალიზაცია მონაცემთა ანალიზი აპლიკაციების განვითარება Front-End პროგრამირება 2021–2024 წლებში სრულად ჩატარდა 193 კურსი, რომელთა ფარგლებში პროგრამები დაასრულა 2,610 კურსდამთავრებულმა. სასწავლო კურსებთან ერთად, ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში აქტიურად განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობა, მათ შორის: 80-ზე მეტი რეგიონული ღონისძიება — ჰაკათონები, ტრენინგები, შეხვედრები და კონკურსები 30-ზე მეტი კარიერული განვითარების შეხვედრა 15 რეგიონული დასაქმების ფორუმი და ახალგაზრდული კვირეული ტრენერთა ყოველწლიური კონფერენციები და ტრენერთა ტრენინგის (ToT) სესიები პროექტის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები, სასწავლო მასალები და საგანმანათლებლო პლატფორმა ხელმისაწვდომი დარჩება სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც. ზემოაღნიშნული მიმართულებების ინტეგრაციით საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება. პროექტის კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით განახორციელებს პროექტს ,,საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგიისა და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“. აღნიშნულ პროექტში ჩართულია ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მეხსიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და  საქართველოს ეროვნული ფონდი. პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდება; უგულებელყოფილი იქნება აქამდე არსებული ცრუ ნარატივები, შეგროვდება ზეპირსიტყვიერი ისტორიები; დღის შუქზე გამოვა ამ დრომდე უცნობი ისტორიები და გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოება. პროექტი, თავის მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს დასავლურ ინტეგრაციას. დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში

ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲣᲠᲘ ᲘᲜᲢᲔᲚᲔᲥᲢᲘᲡ ᲙᲚᲣᲑᲔᲑᲘ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში 2021 წლიდან სკოლებში ხელოვნური ინტელექტის კლუბები შექმნა და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაღვივებასა და განათლების მიღებას უწყობს ხელს.  დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მიზანია, დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა განათლებაზე. საქართველოს მასშტაბით პროექტისთვის შეირჩა 31 სკოლა და თითოეულ მათგანს გადაეცათ არდუინოს გამოყენებით შექმნილი სამი Gismo რობოტი, რომელთა მოდელი MIT Media Lab-მა არდუინოს გამოყენებით შეიმუშავა. აღნიშნულ რობოტებს ხელოვნური ინტელექტის კლუბები ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების პრაქტიკული შესწავლისთვის იყენებენ. სკოლები შერჩეულნი იყვნენ საქართველოს 9 რეგიონიდან: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი. პროექტში გამოყენებული სასწავლო პროგრამა ეფუძნებოდა MIT Media Lab-ის მიერ მოსწავლეებისთვის შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის კურსს. აღნიშნული კურსის საფუძველზე პროექტის დაწყებამდე წინასწარ მომზადდა სილაბუსი, მოხდა ადაპტირება ქართულ სასკოლო გარემოზე, შეიქმნა სკოლებისთვის ხელმისაწვდომი სასწავლო რესურსები. სასწავლო საკითხები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის სისტემების ძირითადი მექანიზმებისა და ალგორითმების შესწავლა; პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობა; ინდივიდუალური პროექტები; ბლოკური პროგრამირება; პრეზენტაციები; Gismo რობოტების დაპროგრამება ფინალური შეჯიბრისთვის მომზადება   სკოლებში კლუბური აქტივობის დაწყებამდე შერჩეული სკოლების მასწავლებლებმა პირველ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერების დახმარებით გაიარეს მოსამზადებელი კურსი, რომლის შემდეგაც სკოლებში თავად უძღვებიან ხელოვნური ინტელექტის კლუბებს უფროსკლასელებისთვის. კლუბური მეცადინეობები მიმდინარეობდა VIII-XII კლასის 10-20 მოსწავლის მონაწილეობით. შერჩეული სკოლებიდან მოსწავლეთა რაოდენობა იყო 500-მდე, გენდერული ბალანსი კი 50-50%-ზე იყო დაცული. პროექტში ჩართულ მონაწილეებს პერიოდულად უტარდებოდათ შეხვედრები ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დარგის ექსპერტებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში 60 მოსწავლისთვის გაიმართა 2-კვირიანი დღის ბანაკი, სადაც შერჩეული მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიებთან, რობოტიქსთან, ინოვაციებთან და სტარტაპებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მათ დაეხმარებოდათ სამომავლო პროფესიის არჩევაში. მიღებული ცოდნით ისინი შეძლებენ ჯგუფურად მუშაობას და ინოვაციური ფინალური პროექტების წარდგენას. პროექტის ფინალურ ეტაპზე კი მონაწილე სკოლებისთვის გაიმართა რობოტების შეჯიბრება, რომელშიც მათ გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიღებული ცოდნა. ფინალურ ღონისძიებაზე პროექტის ყველა სკოლა იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით და გარდა პროექტში ჩართული სკოლებისა, მონაწილეობა მიიღეს სხვა დაინტერესებულმა სკოლებმაც. შეჯიბრებაში სულ 75 გუნდი მონაწილეობდა შეჯიბრების 3 მიმართულება მოიცავდა: სწორ ხაზზე მოძრაობას - რობოტები ერთმანეთს პირველობისთვის სწორ ხაზზე მოძრაობაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვისი რობოტიც პირველი მივიდოდა ფინიშის ხაზთან. ზიგზაგზე მოძრაობას - რობოტები ერთმანეთს ზიგზაგის შავი ხაზის გავლაში ეჯიბრებოდნენ, ისე, რომ არ გამოეტოვებინათ მონაკვეთი და გამარჯვებული იყო ის, ვინც ყველაზე სწრაფად დაასრულებდა მოქმედებას. ლაბირინთში მოძრაობას - რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლაბირინთის საწყისი წერტილიდან ბოლო გასასვლელ წერტილამდე მისვლაში. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომლის რობოტმაც  დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში დაფარა მანძილი.   პროექტის ფარგლებში შემუშავებული და თარგმნილი რესურსები ხელმისაწვდომია და მათი გამოყენება ნებისმიერ სკოლას შეუძლია.

„წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“

აშშ-ის საელჩოს 2023 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების (DemCom) კონკურსის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის „წარსული, როგორც დემოკრატიული ზრდის რესურსი აწმყოში (ისტორიის პოლიტიკა საქართველოში)“. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების ცენტრის, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (სოვლაბი) თანამშრომლობით შემუშავებული კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებზე ზეპირი ისტორიების ჩაწერას და ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის ონლაინპლატფორმაზე განთავსებას. აღნიშნულ ეპოქაში მოღვაწე და მცხოვრები საჯარო ფიგურების, პოლიტიკოსებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების ზეპირი ისტორიები მოგვიყვება ეროვნული მოძრაობის, საბჭოთა კავშირის დაშლის, სამოქალაქო ომის, კონფლიქტებისა და დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირების სხვა დრამატულ ეპიზოდების შესახებ. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ახალ თაობაში აღნიშნული პერიოდის მოვლენების შესახებ ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, პროექტის პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმებისთვის ზეპირი ისტორიების კომპონენტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დაგროვებული და შენახული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება მკვლევრებისა და ამ პერიოდით დაინტერესებული ფართო აუდიტორიისთვის.

ვირტუალური მუზეუმი „გზაჯვარედინი“ – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკლასო ოთახებში შემოტანა

პროექტის, „ვირტუალური მუზეუმი „გზაჯვარედინი“ მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გლობალური ამოცანის გადაჭრა საქართველო-აშშ-ის VR ონლაინპლატფორმის, ანუ „ვირტუალური მუზეუმი“ შექმნით, ორივე ქვეყნის მასწავლებლებისა და სტუდენტების მომზადებით ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიების ჩართვით კულტურული ძეგლებისა და არტეფაქტების დოკუმენტირებასა და შენარჩუნებაში, ფოკუსირებით სამხედრო აგრესიის უგულებელყოფის, განვითარებისა და სხვა რისკის ქვეშ მყოფ ობიექტებზე. პროგრამის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ISU) კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი, ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) ანთროპოლოგიის დეპარტამენტი და STEM განათლების განვითარების ცენტრი (CASE). პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მასაჩუსეტსის შტატის პლიმუთის ოლქისა და გორის რეგიონის (რუსეთის საოკუპაციო ხაზთან ახლოს) სკოლები. პროექტის მიზნები: საჯარო სკოლების, განსაკუთრებით სოფლების ან დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონების სკოლების გაძლიერება ინოვაციური ვირტუალური პლატფორმების დანერგვით, რომლებიც დაფუძნებულია VR ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და შესაძლო სამომავლო პროფესიულ დასაქმებაზე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდითა და რისკის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის დოკუმენტირებით VR და ფოტოგრამეტრიაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების საშუალებით; როგორც ამერიკელ, ისე ქართველ სტუდენტებს სოფლის ან დაბალშემოსავლიანი რეგიონებიდან დაანახოს ახალი კარიერული გზები ადგილობრივსა და საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას; გააუმჯობესოს კულტურული კავშირები აშშ-სა და საქართველოს შორის ინოვაციური, VR-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებით; საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა კულტურულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით; დაეხმაროს ამერიკელ სტუდენტებს ქართული ისტორიისა და კულტურის უკეთ გააზრებაში განსაკუთრებით კი საქართველოს როლზე კულტურათა გზაჯვარედინზე; დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს გაეცნონ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, არამედ ჩრდილოეთ ამერიკის უძველეს კულტურასა და ადგილობრივი ტომების კულტურულ მემკვიდრეობას. პროექტის მიზნები მიიღწევა შემდეგი ამოცანების განხორციელებით: მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას: კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებითა და გაეცნობიან მასთან დაკავშირებული დასაქმების სფეროებს ფოტოგრამეტრია, 3D სკანირება და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები; ფოტოგრამეტრიის, 3D სკანირებისა და ვირტუალური რეალობის გამოყენება კულტურული მემკვიდრეობასა და არქეოლოგიაში. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ პროფესიულ ტურებში ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებსა და მუზეუმებში. მიეცემათ შესაძლებლობა გამოიყენონ ცოდნა კულტურული ძეგლებისა და არტეფაქტების დოკუმენტაციისა და შენარჩუნების შესახებ; მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სახალისო შეჯიბრებებში, ტესტში, გამოკითხვაში ან მსგავს აქტივობაში  „გათამაშებული“ ფორმით, რომელიც შექმნილია მათი საერთაშორისო პარტნიორის ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ცოდნისა და გააზრების შესამოწმებლად; როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი მოსწავლეები განახორციელებენ არტეფაქტების, ისტორიულ მდებარეობისა და ძეგლების 3D სკანირებას, რომლებსაც წარმოადგენენ საერთაშორისო „ვირტუალურ მუზეუმში“ გამოფენაზე; პროექტის ფარგლებში შემუშავებული პროგრამა შენარჩუნდება და მათ ყოველწლიურად გააგრძელებენ  პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტები, მათ შორის მასაჩუსეტსისა და საქართველოს სხვა სკოლების ჩართულობით. მოსალოდნელი შედეგები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და დოკუმენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლის დონეზე. საერთაშორისო ვირტუალური რეალობის მუზეუმის „გზაჯვარედინი“ შექმნა. საქართველოსა და აშშ-ის საჯარო სკოლებში დანერგილი ინოვაციური VR ტექნოლოგიები. გორის რაიონის (საქართველო) 4 საჯარო სკოლაში შეიქმნება VR Lab-ების ქსელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრიჯუოტერის სახელემწიფო უნივერსიტეტში განვითარებული აქტივობები კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დოკუმენტაციისა და VR ტექნოლოგიების შემდგომი განვრცობისთვის.

საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას გარკვეული ეკოსისტემა, აგებული სამეცნიერო, სადისკუსიო და მედიასივრცეების დაკავშირების პრინციპზე, რომელიც, თავის მხრივ, მხარს დაუჭერს საქართველოში დემოკრატიული საჯარო სფეროს განვითარებას. პროექტი ხელს შეუწყობს რაციონალურ და კომპეტენტურ დისკუსიებს მნიშვნელოვან და სენსიტიურ საკითხებზე, მედიის საშუალებით მისი ინტენსიური გაშუქება მას უფრო ხელმისაწვდომს გახდის და არ იქნება მხოლოდ პროფესიულ წრეში შენარჩუნებული. პროექტის მთავარი მიზანია, შექმნას სივრცე საჯარო დისკუსიებისთვის ინკლუზიასთან დაკავშირებულ თემებზე ფოკუსირების გზით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული საჯარო სფეროს რეკონსტრუქციასა და ინსტიტუციონალიზაციას. პროექტის აქტივობების დეტალური აღწერა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის მოაწყობს 13 დისკუსიას (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონებში) შემდეგ 10 თემაზე: შეერთებული შტატები და დემოკრატიზაციის პროცესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობა დემოკრატიულ საზოგადოებაში ნაციონალიზმი და დემოკრატია: სადისკუსიო საკითხები ღირებულებები და ინსტიტუტები: მოქალაქეობის პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უნივერსიტეტის როლი და ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში უმცირესობა მედიის ლანდშაფტის შეცვლა ციფრულ ეპოქაში: გამოწვევები და შესაძლებლობები საზოგადოებრივი სფეროს ტრანსფორმაცია: ტოტალიტარული, ავტორიტარული, დემოკრატიული შეთქმულების თეორიები: ისტორია, თეორია და როგორ ვებრძოლოთ მათ რელიგიური ფუნდამენტალიზმის სახეები   დაფინანსების წყარო: აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამა  

ᲒᲖᲐ ᲪᲝᲓᲜᲐᲖᲔ ᲓᲐᲤᲣᲫᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲘᲡᲙᲔᲜ: ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲞᲝᲢᲔᲜᲪᲘᲐᲚᲘᲡ ᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲗᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔᲝ ᲣᲜᲐᲠᲔᲑᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსთან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Startup Grind Georgia-სთან ერთად 2017 წელს მიიღო საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტის კვლევისა და მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ცხადდება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საუნივერსიტეტო კვლევითი და სამეწარმეო უნარების გასაძლიერებლად საქართველოში. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა. პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს პროფესორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს,  გახდნენ გამომგონებლები, ინოვატორები და ზოგიერთ შემთხვევაში ,,აკადემიური” მეწარმეები. დონორი ორგანიზაცია: აშშ-ის საელჩო საქართველოში