ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებებში მიზნად ისახავდა ევროსტანდარტებთან შესაბამის სამაგისტრო პროგრამისა და უწყვეტი განათლების კურსების შემუშავებასა და განხორციელებას საბიბლიოთეკო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დაარქივების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გადამზადებას და უწყვეტი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა კონტროლის მექანიზმები ზემოაღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებსა და უწყვეტი განათლების კურსებზე.
პროექტის კოორდინატორი: მიდლსექსის უნივერსიტეტი