პროექტი მიზნად ისახავს ევროკომისიის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტების ავტორების მიერ ცოდნის გაზიარებას და ამ გზით კავკასიის რეგიონის უნივერსიტეტების შესაძლებლობების ამაღლებას. აღნიშნული პროექტი ახალბედა მკვლევრებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებს კავკასიის რეგიონიდან სთავაზობს გადამზადებას წარმატებული პროექტების წერასა და შემუშავებაში. აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს კავკასიის ინტერაქტიული რესურსების პლატფორმის ჩამოყალიბებას.

პროექტის კოორდინატორი: დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.