ჩვენ შესახებ
ჩვენი მისია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური უნივერსიტეტის ინსტიტუციური ზრდისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ ცენტრალურ პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა აკადემიური სრულყოფილებისა და კვლევითი პოტენციალის გაძლიერება დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის, სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და სწავლა-სწავლებისა თუ კვლევის პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განმტკიცების გზით.
- სტრატეგიული ფოკუსი
- სრულყოფილებაზე ორიენტირებული
ჩვენი საქმიანობა
- ევროკავშირისა და საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა – იდეის გენერირებიდან საპროექტო განაცხადის მომზადების, წარდგენისა და პროექტის განხორციელების ჩათვლით;
- პარტნიორობის ჩამოყალიბება და მართვა – თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან, ორგანიზაციებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან;
- რესურსების დივერსიფიკაცია – გარე დაფინანსების წყაროებისა და გრანტების მოძიება, ასევე მესამე მხარის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- პროექტების ადმინისტრირება – დონორის მოთხოვნებთან, ადგილობრივ კანონმდებლობასა და საუნივერსიტეტო რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; საერთაშორისო გრანტების ანგარიშგებისა და აუდიტის პროცესების მართვა;
- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის განვითარება – კონსულტაციები, ტრენინგები და ტექნიკური მხარდაჭერა საპროექტო განაცხადების მომზადებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;
- ილიაუნის ექსპერტიზისა და სტრატეგიული ინიციატივების პოპულარიზაცია – უნივერსიტეტის რეპუტაციისა და ცნობადობის ამაღლება საერთაშორისო პლატფორმებზე.
ჩვენი გუნდი და საკონტაქტო ინფორმაცია
სალომე შედანია
განვითარების სამსახურის უფროსი
- salome.shedania@iliauni.edu.ge
- (+995 32) 222 00 09 (316)
- ოთახი F212
კომპეტენცია : სტრატეგიული პარტნიორობები, საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა და მართვა
ნათია ცხოვრებაშვილი
განვითარების სამსახურის უფროსის თანაშემწე
- natia.tskhovrebashvili@iliauni.edu.ge
- (+995 32) 222 00 09 (316)
- ოთახი F212
კომპეტენცია : საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, პროექტების სადისემინაციო (გავრცელების) აქტივობების კოორდინაცია, გრანტების ანგარიშგება.
მანანა სალუქვაძე
საერთაშორისო პროექტების ფინანსური მენეჯერი
- manana.salukvadze@iliauni.edu.ge
- (+995 32) 222 00 09 (316)
- ოთახი F212
კომპეტენცია : ბიუჯეტის მონიტორინგი, გრანტების ფინანსური ანგარიშგება, Erasmus+ CBHE გრანტების ბიუჯეტის შემუშავება.
თეონა დიასამიძე
Horizon Europe-ის კოორდინატორი / მთავარი სპეციალისტი
- theona.diasamidze@iliauni.edu.ge
- (+995 32) 222 00 09 (316)
- ოთახი F212
კომპეტენცია : Horizon Europe-ის ჩარჩო პროგრამები, პარტნიორების მოძიება, საპროექტო წინადადების მომზადება.
კონტაქტი
განვითარების სამსახური
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, ოთახი F212
☏ (+995 32) 222 00 09 (316)