ჯილეხი გამოწვეულია ბაქტერიული ბაცილით, რომელიც ძირითადად ვრცელდება ცხოველებში და ხდება ადამიანის ინფიცირება მათთან უშუალო ან არაპირდაპირი კონტაქტით. მსოფლიოს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა: აღმოსავლეთი ევროპა და ცენტრალური აზია, ეს დაავადება კვლავ რჩება მწვავე საკითხად, რაც გამოწვეულია ვეტ. ობიექტებისა და ვაქცინაციის სიმცირით. ხშირ შემთხვევაში ხდება ინფიცირებულ ცხოველთა მიწაში ჩამარხვა, რაც უფრო აბინძურებს გარემოს და ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს.
პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული ბაქტერიების მოსპობა, რაც შეამცირებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს. კერძოდ კი, შეიქმნება ფაგები (ბუნებრივი ბაქტერიები), რაც გამოიწვევს სპორების შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსგავსი პროექტი დაფინანსდა, მაინც არ არის შექმნილი გამოცდილების გაზიარების სისტემა. ეს პროექტი ემსახურება სწორედ იმას, რომ მკვლევრებმა მეზობელი ქვეყნებიდან შეძლონ გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი კვლევების საფუძველზე გააკეთონ დასკვნა აღნიშნულ პრობლემაზე.