მიმდინარე საერთაშორისო კვლევითი პროექტები

MEthodologies for Teamworking in Eco-Outwards Research (METEOR)

პროექტის მიზანია სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ინოვაციური და თანამშრომლობითი სასწავლო პროგრამების შექმნა.  პროექტის ფარგლებში შემუშავდება რეკომენდაციები ინსტიტუციური და სამთავრობო საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარებისთვის.  კოორდინატორი: სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრი CASE, ვარშავა, პოლონეთი დამატებითი ინფორმაცია: https://www.meteorhorizon.eu/ 

„ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“

პროექტი ეძღვნება ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის ანალიზს, მისი ძირითადი გამოწვევების გამოვლენასა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას საერთაშორისო კავშირებისა და კულტურული თანამშრომლობის კონტექსტში. პროექტის მიზანია გაამახვილოს ყურადღება იმ სტრატეგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ეფექტურ გამოყენებას დიპლომატიურ პროცესებში და ევროკავშირის გლობალურ როლს საგარეო პოლიტიკაში. მიზნები: ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის ძირითადი სტრატეგიების იდენტიფიცირება. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი. რეკომენდაციების შეთავაზება პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც გაძლიერებს კულტურული დიპლომატიის ეფექტიანობას. კოორდინატორი: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი

„ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“

პროექტი ეძღვნება ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის ანალიზს, მისი ძირითადი გამოწვევების გამოვლენასა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას საერთაშორისო კავშირებისა და კულტურული თანამშრომლობის კონტექსტში. პროექტის მიზანია გაამახვილოს ყურადღება იმ სტრატეგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის ეფექტურ გამოყენებას დიპლომატიურ პროცესებში და ევროკავშირის გლობალურ როლს საგარეო პოლიტიკაში. მიზნები: ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის ძირითადი სტრატეგიების იდენტიფიცირება. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზი. რეკომენდაციების შეთავაზება პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომელიც გაძლიერებს კულტურული დიპლომატიის ეფექტიანობას. კოორდინატორი: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი დამატებითი ინფორმაცია: https://www.kuleuven.be/her-ukr 

CACHE – ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების მართვა და კონტროლი

პროექტის „ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების მართვა და კონტროლი“ საერთო მიზანია ინოვაციური  პლატფორმის შემუშავება სწრაფი და ეფექტური მენეჯმენტისთვის ქიმიური/ბიოლოგიური თავდასხმის დროს და ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებაზე აქცენტით. მასში ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ  MIT ლინკოლნის ლაბორატორია (აშშ) და ეროვნული სამოქალაქო დაცვის სააგენტო (ალბანეთი). საქართველოს მხრიდან, როგორც პროექტის END USER, მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური/CBRNE ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში გაიმართება სამეცნიერო შეხვედრები,  სემინარები, გაიცემა სტიპენდიები  კონკურსით შერჩეული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. პროექტი აერთიანებს ადრე დაფინანსებულ NATO  SPS პროექტებს: (1) NICS ინფორმაციის გავრცელებისა და სწრაფი რეაგირების  ინსტრუმენტები, კოორდინაციისა და სიტუაციის აღდგენის მხარდასაჭერად; (2) REACT საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნა და ატმოსფერული ჰაერის მომწამლავი აგენტების მონიტორინგი.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდინგის პროექტი

ბიოლოგიური მრავალფეროვნება დედამიწის ეკოსისტემის ნორმალური ფუნქციონირების საფუძველია. 2019 წელს მომზადებული გაეროს ანგარიში მიუთითებს, რომ ბიომრავალფეროვნება, კერძოდ, სახეობათა მრავალფეროვნება, სწრაფად კლებულობს, რაც საფრთხეს უქმნის ეკოლოგიური გარემოს მდგრადობას. ინფორმაცია სახეობათა გენეტიკურ მრავალფეროვნებაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, საკმარისი არ არის. გერმანიაში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტმა GBOL (German Barcoding of Life Project) აჩვენა, რომ სახეობათა რეალური მრავალფეროვნება, მაგალითად, მწერების ზოგიერთ ჯგუფში, შეიძლება 3-5- ჯერ აღემატებოდეს იმას, რაც აქამდე სისტემატიკოსებს აქვთ აღწერილი. ჩვენი პროექტის ფარგლებში (რომლის სქემა საკმაოდ ჰგავს გერმანულს, თუმცა აქვს ზოგიერთი თავისებურება) დაგეგმილია 3 წლის განმავლობაში 50,000 მწერის, ლოკოკინას, ფრინველის, ძუძუმწოვრის და სხვა ცხოველებისა და მცენარეების გენეტიკური მარკერების შესწავლა და ერთიან მონაცემთა ბაზაში დაგროვება. მოპოვებული ინდივიდების პირველად გარკვევაში მონაწილეობას მიიღებს ილიაუნის სტუდენტური გუნდი (ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტები), ხოლო საბოლოო რკვევას სახეობათა დონეზე (მოსალოდნელია, რომ მათ შორის მეცნიერებისთვის ახალი მრავალი სახეობა იქნება) ჩაატარებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების საუკეთესო სისტემატიკოსები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაძლიერდება აქ არსებული დნმ ლაბორატორია და მომავალში მეორე თაობის სექვენირების მეთოდებს გამოიყენებს, რომლებიც აუცილებელია დიდი მოცულობის გენეტიკური სამუშაოს ჩასატარებლად. ჩვენი სტუდენტები ასევე მიიღებენ მონაწილეობას გენეტიკური ანალიზის ჩატარებაში. კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დამატებითი ინფორმაცია: https://ggbc.eu/ 

დემოკრატიზაცია სასწორზე? ანტიგენდერული პოლიტიკის შედარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში

მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში CA23149 პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ანტიგენდერული პოლიტიკის შედარებითი კვლევა და განხილვა. პროექტი სისტემურად აანალიზებს დემოკრატიული ნორმებისა და სტრუქტურების დაცემასთან ანტიგენდერული და ანტიფემინისტური მობილიზაციების ზრდის კავშირს. იგი ხელს შეუწყობს თანასწორობას  მოწინააღმდეგე მექანიზმების, აქტორებისა და დისკურსების შედარებითი შესწავლით; სისტემატურად დააკავშირებს ანტიფემინისტური და ანტიგენდერული პოლიტიკის გამოცდილების მქონე მკვლევრებსა და აქტივისტებს, ასევე მათ, ვინც ავითარებს ფემინისტური  წინააღმდეგობის სტრატეგიებს https://www.cost.eu/actions/CA23149/. პროექტის მიზნები: სამიზნე რეგიონების ქვეყნების შესახებ კვლევის არეალის გაფართოება და სისტემატიზაცია შედარებითი გენდერული პოლიტიკის პერსპექტივის შემუშავებით, რათა მოხდეს ანტიგენდერულ და ანტიფემინისტურ მობილიზაციებზე, დედემოკრატიზაციისა თუ ავტორიტარულ ტენდენციებზე,  დემოკრატიის დაქვეითების ურთიერთმიმართებაზე სისტემური დაკვირვება და კვლევა  ქვეყნები რეგიონებში და თავად რეგიონები ერთმანეთთან შედარებით;   თვითრეფლექსური, თავსებადი და/ან შეკრული და ურთიერთშემავსებელი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მეთოდების შემუშავება, რომლებიც დაექვემდებარება პროექტის მიერ ჩამოყალიბებულ შედარებითი გენდერული პოლიტიკის პერსპექტივას. ეს უზრუნველყოფს კვლევის შედეგების მდგრადობას და სხვადასხვა კონტექსტში შედარების შესაძლებლობას. ამ მიზნით იგეგმება მეთოდოლოგიური ინოვაციებიც. ეს აუცილებელია შედარების სიღრმისა და სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ინოვაციურია პროექტის ტრანსდისციპლინური მახასიათებელი; რესურსების, ბიბლიოგრაფიული წყაროების და შესაბამისი პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზის შექმნა; კვლევითი სტატიების, ნაშრომების/ესეების, მონიტორინგის ანგარიშების, ონლაინგაკვეთილებისა და პოლიტიკის დოკუმენტების სახით კვლევის შედეგების კომუნიკაციისა და გავრცელებისთვის საერთაშორისო ციფრული პლატფორმის ჩამოყალიბება; ეფექტური საზოგადოებრივი კომუნიკაციის სტრატეგიების ჩამოყალიბება და მოქალაქეთა მიერ მართული დემოკრატიული დელიბერაციის/დისკუსიის წახალისება საკითხებზე, რომლებიც აძლიერებს ანტიგენდერულ და ანტიფემინისტურ მობილიზაციას. ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც დაკომპლექტდება სამიზნე რეგიონის წარმომადგენელი პროფესიონალებისგან, ასევე ახალგაზრდა მკვლევრების, ინოვატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან: WG1: ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გამოვლენა; WG2: სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანტიგენდერული აქტორების სამკუთხედის გაშიფვრა პოლიტიზებულ რელიგიაზე ფოკუსით; WG3: აქტივიზმისა და ოპოზიციის ფორმების გადახედვა მოულოდნელ მოკავშირეებზე ფოკუსით; WG4: კვლევის და პროექტის შედეგების გავრცელება. საკვანძო სიტყვები: ანტიგენდერული მობილიზაცია, ანტიფემინიზმი, ქალთა უფლებები, დემოკრატიზაცია, სოციალური ტრანსფორმაცია. მეოთხე სამუშაო ჯგუფის (WG4) თანახელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ქრისტინე მარგველაშვილი, კარლ ფრიდრიხ ლემან ჰაუპტის სადოქტორო პროგრამის (LHIDP) მონაწილე, რომელიც ასევე პროექტის ყველა სამუშაო ჯგუფის წევრია. მმართველი კომიტეტი დაკომპლექტებულია ევროპის სხვადასხვა ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან: მარტინ-ოპიცის ბიბლიოთეკა (გერმანია), ჰელსინკის უნივერსიტეტი, ბელგრადის უნივერსიტეტი, პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი, ბრატისლავის კომენიუსის უნივერსიტეტი, ზაგრების უნივერსიტეტი, საუნივერსიტეტო კოლეჯი ბედერი და ჰერდერის ინსტიტუტი აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის ისტორიული კვლევებისთვის. პროექტი იწყება 2024 წლის 21 დეკემბერს და დასრულდება 2028 წლის 20 დეკემბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.cost.eu/actions/CA23149/

ლექსიკური ინოვაციის ევროპული ქსელი (ENEOLI)

პროექტის კოდი: CA22126 – COST Project მოკლე აღწერა / მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია მკვლევართა ქსელის შექმნა ევროკავშირის ქვეყნებსა და მის ფარგლებს გარეთ ლექსიკური ინოვაციების შესწავლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და მეთოდების გასაზიარებლად. ლექსიკური ინოვაციის მნიშვნელობა: ნეოლოგიზმების შესწავლა ლინგვისტური თვალსაზრისით ხელს უწყობს ენის ლექსიკური სისტემისა და ევოლუციის გააზრებას; ექსტრალინგვისტური თვალსაზრისით ნეოლოგიზმები უზრუნველყოფს ინფორმაციას ენობრივ საზოგადოებათა შესახებ. მიზნობრივი საკითხები: ნეოლოგიზმის ძირითადი ტერმინოლოგიის განსაზღვრა და მრავალენოვანი ციფრული გლოსარიუმის შექმნა; ციფრული მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების ადაპტირება ლექსიკური ინოვაციების იდენტიფიცირებისთვის; ლექსიკური ინოვაციების შედარებითი შესწავლა ევროპულ ენებში, განსაკუთრებული აქცენტით ნასესხობებსა და მათ ეკვივალენტებზე; ტრენინგები მთარგმნელებისთვის, რედაქტორებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მწერლებისა და მასწავლებლებისთვის ნეოლოგიზმების საკითხებზე სპეციალური პროტოკოლის საშუალებით. სამუშაო ჯგუფები (WG): WG1: ნეოლოგიზმის მრავალენოვანი გლოსარიუმი WG2: მეთოდები, ციფრული რესურსები და ინსტრუმენტები ნეოლოგიზმების კვლევისათვის WG3: ნეოლოგიზმების დიაქრონიული და სინქრონიული შედარებითი შესწავლა WG4: ტრენინგი ნეოლოგიზმების საკითხებზე საკვანძო სიტყვები: ლექსიკური ინოვაცია, ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია, ციფრული კორპუსები, თარგმნა მმართველი კომიტეტის წევრი: თინათინ მარგალიტაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) COST კონსორციუმს კოორდინაციას უწევს ვერონის უნივერსიტეტი (იტალია) პროექტის ვადა: 6 ოქტომბერი, 2023 – 2027 წელი დამატებითი ინფორმაცია: COST CA22126

CA20107 – მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების თეორიისა და პრაქტიკული საკითხების დაკავშირება (COREnet)

პროექტის კოდი: CA20107 – COST Project მოკლე აღწერა / მიზანი: პროექტი წარმოადგენს კონსორციუმს და ინტერდისციპლინურ სამეცნიერო ქსელს, რომლის მიზანია ევროპაში მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების ურთიერთმიმართების შესახებ გამოცდილების გაცვლა, ცოდნის გაზიარება და ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტი ხელს უწყობს ევროპული ქვეყნების დაყოფის შემცირებას და მიგრაციაზე, რელიგიურ მრავალფეროვნებაზე მზარდი სოციალური მეცნიერების ცოდნის გაღრმავებას, რელიგიათა კვლევის, თეოლოგიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინურ კავშირსა და თანაშემოქმედებას. მიზნობრივი აქტივობები: ახალი ცოდნის შექმნა და სტეიკჰოლდერებთან დაკავშირება (სახელმწიფო, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები); მიგრაციისა და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხების კვლევა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება; ინტერდისციპლინური სწავლების გზით თეოლოგიის, რელიგიათა კვლევისა და სოციალური მეცნიერებების კავშირი; ქსელის წევრთა მიერ ინოვაციური სამეცნიერო მიდგომების გამოყენება. საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, რელიგიური მრავალფეროვნება, სოციალური შეჭიდულობა, ლტოლვილთა კრიზისი, მრავალფეროვნების პრაქტიკა და მენეჯმენტი მმართველი კომიტეტის წევრი: სოფო ზვიადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) პარტნიორები / კონსორციუმის წევრები: ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი ბედერის საუნივერსიტეტო კოლეჯი უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტი „მატენადარანი“ ვენის უნივერსიტეტი სარაევოს უნივერსიტეტი სოფიას წმ. კლიმენტი ოჰრიდსკის უნივერსიტეტი ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტი ზაგრების უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ფრედერიკის უნივერსიტეტი კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტი  სხვა ევროპული და საერთაშორისო უნივერსიტეტები (სრული სია ზემოთ მოცემულია). პროექტის ვადა: 2 ოქტომბერი, 2021 – 2025 წელი დამატებითი ინფორმაცია: COST CA20107

უნივერსალურობა, მრავალფეროვნება და იდიოსინკრაზია ენობრივ ტექნოლოგიაში (UniDive)

პროექტის კოდი: CA21167 – COST Project მოკლე აღწერა / მიზანი: პროექტი ემსახურება ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნებას შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების გზით. მიზნობრივი ამოცანები: ბუნებრივი ენის დამუშავების შესაბამისი ტერმინოლოგიისა და მეთოდოლოგიების შემუშავება; ინტერ- და ინტრალინგვისტური მრავალფეროვნების აზომვა; უნივერსალებსა და მრავალფეროვნებაზე ორიენტირებული ენობრივი რესურსებისა და საშუალებების განვითარება. თეორიული დანიშნულება: ენობრივი უნივერსალების უკეთესი გაგება პრაქტიკული დანიშნულება: ენობრივი რესურსებისა და საშუალებების შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა ენისათვის სამუშაო ჯგუფები (WG): WG1: კორპუსის ანოტირება WG2: ლექსიკონისა და კორპუსის ინტერფეისი WG3: მულტილინგვური და კროსლინგვისტური ენობრივი ტექნოლოგია WG4: მრავალფეროვნების აზომვა და შენარჩუნება საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი ენის დამუშავება, ენობრივი უნივერსალები, მრავალფეროვნება, თავისებურება, ენობრივი რესურსები და საშუალებები მმართველი კომიტეტის წევრი: ირინა ლობჟანიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) პარტნიორები / კონსორციუმის წევრები: პარიზ-საკლეის უნივერსიტეტი (საფრანგეთი) EPOKA UNIVERSITY (ალბანეთი) კუ ლევენი (ბელგია) UCLouvain (ბელგია) ტუზლის უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) აღმოსავლეთ სარაევოს უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ბულგარეთი) ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია (ბულგარეთი) ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია) კარლოვის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) სხვა საერთაშორისო და ევროპული უნივერსიტეტები (სრული სია ზემოთ მოცემულია). პროექტის ვადა: 23 სექტემბერი, 2022 – 2026 წელი დამატებითი ინფორმაცია: COST CA21167

ახალი არაორგანული ქალკოგენიდების კვლევა და საერთაშორისო თანამშრომლობა მზის ენერგეტიკისთვის (RENEW-PV)

პროექტის კოდი: CA21148 – COST Project მოკლე აღწერა / მიზანი: პროექტი მხარს უჭერს მზის ენერგიაში ახალი კონცეფციების შემუშავებას, რომლებიც გამოიყენებს უსაფრთხო ეკოლოგიურ მასალებს და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას. RENEW-PV აერთიანებს წამყვან მეცნიერთა და ინდუსტრიულ მკვლევართა ქსელს ევროპასა და მსოფლიოში და მიზნად ისახავს ახალი არაორგანული ქალკოგენიდების კვლევას თხელფენოვანი მზის ელემენტებისა და სხვა მზის ენერგიის ტექნოლოგიების მიმართულებით. მიზნობრივი აქტივობები: კვლევითი და ინოვაციური ქსელის შექმნა სტაბილური, ეკოლოგიურად სუფთა და მოქნილი არაორგანული ქალკოგენიდის მზის ენერგიის ტექნოლოგიების დასანერგად; ტექნოლოგიური ეტალონის პორტფელის შემუშავება ახალი ტიპის მზის ელემენტისთვის მაღალი სიმძლავრის ნაკადითა და ფართო გამოყენების დიაპაზონით; ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობის გაძლიერება კვლევითი ჯგუფების, ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების ჩართულობით; გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვა სამუშაო ჯგუფებში. მმართველი კომიტეტის წევრი: ავთანდილ თავხელიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) პარტნიორები / კონსორციუმის წევრები: ტალინის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ესტონეთი) ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია) მზის ენერგიისა და ახალი ენერგიის წყაროების ცენტრალური ლაბორატორია (ბულგარეთი) ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია (ბულგარეთი) რუჯერ ბოსკოვიჩის ინსტიტუტი (ხორვატია) კვიპროსის უნივერსიტეტი (კვიპროსი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო) ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია) სხვა ევროპული და საერთაშორისო პარტნიორები (სრული სია ზემოთ მოცემულია). პროექტის ვადა: 6 ოქტომბერი, 2022 – 2026 წელი დამატებითი ინფორმაცია: COST CA21148