ERASMUS ის პროექტი TOGETHER ეფუძნება მწვანე კომპეტენციების (GreenComp) ჩარჩოს, და ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ და საერთაშორისო თანამშრომლობას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური საგანმანათლებლო თამაში, სადაც სტუდენტები შეეცდებიან მდგრადი ქალაქების კომპლექსური გამოწვევების გადაჭრას. თამაში TOGETHER ხელს შეუწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისთვის.
პროექტის ფარგლებში შექმნილ საგანმანათლებლო თამაშში ჩაერთვებიან პარტნიორი უნივერსიტეტების სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები. ისინი ერთად გაუმკლავდებიან სირთულეებს, რითაც განივითარებენ რეალურ სამყაროში მდგრადი ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო უნარებს. პროექტის მიმდინარეობისას შეიქმნება საგანმანათლებლო მასალები განათლება მდგრადი განვითარებისთვის და ჩატარდება ვორქშოპები.
პროექტის კოორდინატორი: გრონინგენის უნივერსიტეტი
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://together.ugent.be/index.html