პროექტი მხარს უჭერს სომხეთისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმების ადაპტირებას 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ წინსვლას, დასაქმებას და უნარების განვითარებას.

პროექტის სპეციფიკური მიზნები მოიცავს ინსტიტუციური პოლიტიკის გადახედვას, აკადემიური პერსონალის სწავლების შესაძლებლობების გაზრდას, ფორმალური და არაფორმალური განათლების SS მოდულების შემუშავებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანილი მეთოდოლოგიებისა და შეფასებების შემუშავებას.

 

პროექტი შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან (ხარისხიანი განათლება), რომელიც თავის მხრივ მოიაზრებს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა  და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას.  ის ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერებაში.

 

მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების აღჭურვას ,,მყარი და რბილი უნარებით“, რომლებიც აუცილებელია დღევანდელი სწრაფად ცვალებადი სამუშაო ბაზრისთვის. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოხდეს ,,რბილის უნარების“ გამომუშავება და შეძენა ტრადიციულ, აკადემიურ ცოდნასთან ერთად.


კოორდინატორი: ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაცია: https://desire-project.com/