Erasmus+ ვირტუალური გაცვლითი სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი Advancing Research and Innovation in Higher Education through Virtual Exchanges (ARIVE ERASMUS-EDU-2025-VIRT-EXCH-101250610) მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული განათლების ტრანსფორმაციას საქართველოსა და უკრაინაში.

პროექტი ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სიღრმისეულ, სტრუქტურირებულ და ინტერდისციპლინურ აკადემიური თანამშრომლობის ვირტუალურ მოდელს, რომელიც უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს,  როგორებიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, კვლევითი პოტენციალის შეზღუდულობა და აკადემიური მობილობის ბარიერები. 

ARIVE-ის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური ვირტუალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერდისციპლინურ კვლევით ტრენინგებსა და მენტორობას. პლატფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს გეოგრაფიულ და ფინანსურ ბარიერებს და გააფართოებს წვდომას კვლევით განათლებაზე.

ცენტრალიზებული ვირტუალური გარემოს საშუალებით სტუდენტები და დამწყები მკვლევრები ჩაერთვებიან პროექტზე დაფუძნებულ კვლევებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სასწავლო მოდულებსა და საერთაშორისო ტრანსსასაზღვრო აკადემიურ თანამშრომლობაში.

პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და მისი ძირითადი მიმართულებები მოიცავს:

პროექტის კოორდინატორი: რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი