აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)

აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლა-სწავლებისა და შეფასების  ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროექტის მიზანია:

  • პლაგიატის პრევენცია და შესაბამისი ელექტრონული პროგრამის იმპლემენტაცია ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • თანმიმდევრული PR კამპანიის ღონისძიებების ორგანიზება პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქართულ უნივერსიტეტებში;
  • ეფექტური შეფასებისა და უკუკავშირის მიწოდების მიმართულებით ტრენინგ-მოდულების შემუშავება აკადემიური პერსონალისთვის;
  • სტუდენტური სერვისების გაძლიერება და აკადემიური წერის მიმართულებით ინდივიდუალური სერვისების/კონსულტაციების (tutoring) შეთავაზება;
  • აკადემიური წერის კურიკულუმის გადახედვა და განახლება;
  • პლაგიატის საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და რესურსების შემუშავება.

კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დამატებითი ინფორმაცია: https://integrity.iliauni.edu.ge/