Digi-CHange – სასწავლო პროგრამების ციფრული ტრანსფორმაცია და განვითარება  ჯანდაცვის გუნდებისთვის – Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტია. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ევროკავშირის წევრი (ირლანდია, იტალია, ლატვია) და პარტნიორი (საქართველო, უკრაინა) ქვეყნებიდან.

Digi-CHange-ის მიზანია სამედიცინო და საექთნო განათლების მოდერნიზება ციფრული ჯანდაცვის, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ინტეგრაციის გზით, რათა ჯანდაცვის მომავალი პროფესიონალები მოამზადონ ეთიკური, თანამშრომლობითი და ციფრულად გამართული კლინიკური პრაქტიკისთვის.

პროექტის კოორდინატორი: პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია