პროექტის „ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოების მართვა და კონტროლი“ საერთო მიზანია ინოვაციური პლატფორმის შემუშავება სწრაფი და ეფექტური მენეჯმენტისთვის ქიმიური/ბიოლოგიური თავდასხმის დროს და ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებაზე აქცენტით. მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობენ MIT ლინკოლნის ლაბორატორია (აშშ) და ეროვნული სამოქალაქო დაცვის სააგენტო (ალბანეთი).
საქართველოს მხრიდან, როგორც პროექტის END USER, მონაწილეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური/CBRNE ჯგუფი.
პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში გაიმართება სამეცნიერო შეხვედრები, სემინარები, გაიცემა სტიპენდიები კონკურსით შერჩეული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
პროექტი აერთიანებს ადრე დაფინანსებულ NATO SPS პროექტებს: (1) NICS ინფორმაციის გავრცელებისა და სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტები, კოორდინაციისა და სიტუაციის აღდგენის მხარდასაჭერად; (2) REACT საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნა და ატმოსფერული ჰაერის მომწამლავი აგენტების მონიტორინგი.