აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს  ინკლუზიური, ეთნიკური ჯგუფების, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხის გაუმჯობესებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. პროექტის მიზანია, ინსტიტუციონალური შესაძლებლობებით გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს 4 ძირითად მიმართულებას (ბავშვთა მოვლა, კლინიკური და  პროფესიული პრაქტიკა, სწავლა და შეზღუდული შესაძლებლობები, აკადემიური მხარდაჭერა) და ხელმისაწვდომი გახადოს განათლება აუდიტორიის მიღმა ციფრულ გარემოში, შესაბამისად კი, ხელმისაწვდომი გახდება  უკვე არსებული კურსები. პროექტი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანია,  რომ პროექტის შედეგი იყოს გრძელვადიანი და მიმართული კონკრეტული  სამიზნე ჯგუფისაკენ.

პროექტის კოორდინატორი: ჰაიფას უნივერსიტეტი