პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს როგორც განათლების გაძლიერებას, ასევე სწავლებას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით თბილისისა და კონფლიქტური რეგიონების უნივერსიტეტებში დამამთავრებელ საფეხურზე. აკადემიური კურსის სწავლება იგეგმება 4 ძირითად უმაღლეს სასწავლებელში, ასევე, დაგეგმილია მოსამზადებელი კურსები გორისა და ზუგდიდის სტუდენტებისათვის.
პროექტის კონკრეტული მიზანია:
- უზრუნველყოს საქართველოში ფაკულტეტებზე სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების განვითარება, რათა უპასუხოს ევროპულ სტანდარტებს ბოლონიის პროცესების შესაბამისად.
- შექმნას მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების მოდულები შესაბამის აკადემიურ პროგრამებში საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
- აღჭურვოს საქართველოს უნივერსიტეტები თანამედროვე სასწავლო რესურსით.
- დააარსოს მშვიდობის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტი კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე და უნივერსიტეტებს შორის შეიქმნას ქსელი.
- სამომავლოდ გაზარდოს ცნობიერება მშვიდობიანი პროცესების მიმართ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უნივერსიტეტის სტუდენტების მომზადების საფუძველზე.
პროექტის კოორდინატორი: დუბლინის უნივერსიტეტი (ირლანდია).