პროექტი NUCLEUS (New Understanding of Communication, Learning and Engagement in Universities and Scientific Institutions) არის 4-წლიანი და მისი მიზანია ინსტიტუციონალური ბირთვის შექმნა ინოვაციების, შემოქმედებითობისა და სწავლების ახალი მოდელის პილოტირებისათვის, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოების იმ აქტორებს შორის, რომლებიც კვლევისა და ინოვაციების პროცესში ერთმანეთთან თანამშრომლობენ.
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით კი სამეცნიერო კომუნიკაციის (science communication), სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ეთიკისა და ეკონომიკის თეორიებსა და მეთოდებზე დაყრდნობით, პროექტი დაეხმარება კვლევით ინსტიტუტებს, განჭვრიტონ და შეაფასონ კონკრეტული სამეცნიერო საკითხის ან მიდგომის ეთიკური, საკანონმდებლო და სოციალური შედეგები.
პროექტი შეიქმნა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) ფარგლებში, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკია გაწევრიანებული 2013 წლიდან.