პროექტი გულისხმობს კერძო მეწარმეობის კურსდამთავრებულთა ქსელის ჩამოყალიბებას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას 11 უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში. აღნიშნული ქსელი მოემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და ახალგაზრდა მეცნიერების მოტივაციის ამაღლებას სამ ქვეყანაში. პროექტის მიზანია კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბება და საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ქსელის დაარსება ექსპერტების, პარტნიორებისა და კომპანიების დახმარებით. სტაჟირებისა და საერთაშორისო დასაქმების სტიმულირების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებში დაუსაქმებლობის აღმოფხვრას.
პროექტის კოორდინატორი: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი.