პროექტი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების ზედა და შუა რგოლის მმართველი პირების კომპეტენციის გაძლიერებას პერსონალის მენეჯმენტისა და განვითარების სტრატეგიის მეშვეობით. მისი კონკრეტული მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის გადამზადება, თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში ადამიანური რესურსების განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიული გეგმის შემუშავება და უნივერსიტეტებში რესურსცენტრების ჩამოყალიბება.
პროექტის კოორდინატორი: რუსკულოვის სახელობის ყაზახეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი.