საგრანტო განაცხადის მომზადება და წარდგენა

საპროექტო წინადადების დამტკიცების სამუშაო პროცესი (Pre-Award)

პროექტის დამტკიცების შიდა პროცედურა დონორთან წარდგენამდე 

საუნივერსიტეტო პოლიტიკის შესაბამისად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის საპროექტო განაცხადის წარდგენამდე ყველა წინადადებამ უნდა გაიაროს შიდა განხილვისა და დამტკიცების პროცესი. განაცხადი უნდა განიხილონ და დაამტკიცონ რექტორმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) დეკანმა და განვითარების სამსახურმა.

აღნიშნული პროცედურა უზრუნველყოფს გარე ორგანიზაციებსა და დონორებთან ეფექტიან თანამშრომლობას და უნივერსიტეტს იცავს იმ პოტენციური ფინანსური ვალდებულებებისგან, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელებისას წარმოიშვას (მაგალითად, თანადაფინანსება ან გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა საუნივერსიტეტო ბიუჯეტიდან).

შიდა დამტკიცების ეტაპზე აპლიკანტებმა მკაფიოდ უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი რესურსები: სივრცე, პერსონალი, ინვენტარი და/ან ფინანსური სახსრები. დონორისთვის განაცხადის გაგზავნამდე აპლიკანტმა უნდა შეავსოს ოფიციალური შიდა განაცხადის ფორმა და მიიღოს თანხმობა შესაბამისი სკოლის დეკანისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განვითარების სამსახური გაგიწევთ საჭირო კონსულტაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას საპროექტო განაცხადის წარმატებით წარდგენის უზრუნველსაყოფად.

ნაბიჯი 1 – შეთანხმების პროცესის ინიციირება

სამსახურებრივი ბარათისა და საგრანტო განაცხადის შეთანხმების ფორმის წარდგენა e-Doc-ის ან info@iliauni.edu.ge-ის საშუალებით.

ნაბიჯი 2 – პირველადი განხილვა

განაცხადის განხილვა ფაკულტეტის (სკოლის) დეკანის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რექტორისა და განვითარების სამსახურის მიერ.

ნაბიჯი 3 – განმცხადებელთან უკუკავშირი

აპლიკანტს ეგზავნება ოფიციალური დასტური ან/და მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის მოწოდებაზე.

ნაბიჯი 4 – საგრანტო განაცხადის მომზადება/ტექნიკური დახმარება

საგრანტო განაცხადის წარდგენაზე დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში განვითარების სამსახური უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას საპროექტო განაცხადის წარსადგენად.

საჭირო შაბლონები და ფორმები

გრანტის წარდგენის პროცესის დასაწყებად ჩამოტვირთეთ საჭირო ფორმები: