განვითარების სამსახური

უნარშეზღუდულ პირთა შესაძლებლობების გაზრდა

პროექტის მიზანია, გაზარდოს ლინგვისტურ უმცირესობათა, ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანთა მონაწილეობა დემოკრატიულსა და სამოქალაქო პროცესებში. პროექტი დაკავშირებულია ისეთ პრიორიტეტულ დარგთან, როგორიცაა: “სამოქალაქო აქტიურობა და ძალაუფლება, ასევე უმცირესობათა უფლებები”.

მოსალოდნელი შედეგებია:

  • გაიზრდება DHH პირთა ჩართულობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში;
  • ვებ-ფორუმი – ღია პლატფორმა უზრუნველყოფს ურთიერთობების, იდეებისა და გამოცდილების გაცვლას DHH პირთა შორის;
  • გაუმჯობესებული კომპიუტერული წიგნიერება ხელს შეუწყობს DHH პირების მონაწილეობას პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსში;
  • გამოიცემა ქართული ჟესტების ენა-ლექსიკონი.